Back

,,უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს” – ზელენსკი

Story illustration

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს უახლოეს მომავალში განაახლებს. მისი თქმით, ამ ტიპის სამხედრო ოპერაციებზე არსებული ყველა შეზღუდვა მოხსნილია.

ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა პარტნიორებთან არსებულ უთანხმოებაზეც. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა გარკვეული პერიოდით შეაჩერა დარტყმები რუსულ ენერგოობიექტებზე, უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ისგან ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მიღება მაინც ვერ შეძლეს.

ზელენსკის თქმით, ამერიკელმა კოლეგებმა უკრაინულ მხარეს განუცხადეს, რომ დარტყმების გაგრძელების შემთხვევაში სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას შეწყვეტდნენ, ხოლო მოგვიანებით Starlink-ის შეფერხება ტექნიკურ ხარვეზს დააბრალეს.

„ეს ტექნიკური პრობლემა არ ყოფილა, ეს სურვილი იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Article image
Back
Share this story

Get the daily newsletter →

Ask globalread.info

AI news & website helper
What would you like to explore?

I can find stories, explain headlines, or help you use globalread.info.

AI can make mistakes. Check the linked sources. Questions are sent to OpenAI.