Back

არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი

Story illustration

არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც აკეთებენ შეხვედრას, რომლის მიზანი არის, იმსჯელონ საკითხებზე მაგალითად, შუა კორიდორზე… შავ ზღვაზე გამსვლელი ქვეყნების შეხვედრა არის და საქართველოს რომ არ იწვევენ ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა ამ შემთხვევაშიც, – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის თემის“ წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, „გაფართოების ფორუმზე საქართველოს არყოფნით ზიანდება თუ არა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა“, რითაც საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება.

„როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რომ საქართველო კი მნიშვნელოვანია ჩვენთვის მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია მილიონ 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და პირდაპირ შეურაცხყოფას რომ აყენებენ აი, მაგალითად ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე რას ეუბნება მილიონ 120 000-ზე მეტ ადამიანს- ბიომასას რომ უწოდებს და ბაცილებს ბოდიში საზოგადოებასთან და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს რომ არ ყვება ასეთ პროვოკაციულ ფაშისტურ დამოკიდებულებებს და ამ ადამიანის დასკვნის საფუძველზე შემდეგ ევროპარლამენტარები 20 ადამიანი რომ ესწრება განხილვას 500 აძლევს ხოლმე ხმას წაუკითხავ რეზოლუციებს რომ მხარს უჭერენ ხოლმე. ერთი არის ბიუროკრატიის, მათ უკან მდგომი ძალების გადაწყვეტილება და მიდგომები ასევე იმ ქვეყნების ბიუროკრატიის წარმომადგენლებისა, რომელთაც სუვერენიტეტი მინუსში აქვთ ფაქტობრივად და მეორე არის იმ ქვეყნების დამოკიდებულება, რომელშიც მაგალითად სულ ერთი თვის წინ დაახლოებით ერთი თვის პერიოდში ბატონი შალვა პაპუაშვილი პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა“,- აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძემ დასძინა, რომ საქართველო არავისზე ნაკლები ქვეყანა არ არის და „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ახლა კიდევ უფრო მეტად სჭირდება ევროკავშირს საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი“.

„ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ, ჩვენ არც მუხლზე დამდგარი ვარც, არც ხელგაწვდილები და არც მოწყალების მიღების მოთხოვნის პროცესში ვართ. პირიქით, ჩვენ ყველას ვესაუბრებით როგორც თანასწორუფლებიანები. ჩვენ არავისზე ნაკლები ქვეყანა არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მცირე ეკონომიკა გვაქვს, თუ მცირე არის ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა და კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად, მათ შორის, იმ უცხოელების გასაგონადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახლა კიდევ უფრო მეტად სჭირდება ევროკავშირს საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი და თუ აქვთ მათ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და მათ უკან მდგომი ძალები თუ მისცემენ ამის უფლებას მათ პირველ რიგში, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ რა პოლიტიკური მდგომარეობა და მათ შორის ეკონომიკური პრობლემები არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Back
Share this story

Get the daily newsletter →

Ask globalread.info

AI news & website helper
What would you like to explore?

I can find stories, explain headlines, or help you use globalread.info.

AI can make mistakes. Check the linked sources. Questions are sent to OpenAI.