„სითიზენ ექსპოს” განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის

15/10/2026, 2:14 PM
დეველოპერულმა კომპანია „სითიზენმა“ ექსპო ჯორჯიას ისტორიული ტერიტორიის განვითარების ხედვა წარადგინა. პროექტი „სითიზენ ექსპო“ თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ურბანულ სივრცეს ახალ სიცოცხლეს შესძენს – ისტორიული პავილიონების, მწვანე საფარის, მონუმენტების, მოზაიკებისა და ტერიტორიის არქიტექტურული ხასიათის შენარჩუნებით.
პროექტის პრესეილი 22 ოქტომბერს დაიწყება.
„სითიზენ ექსპოს“ კონცეფცია ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და თანამედროვე ურბანული გარემოს განვითარებას აერთიანებს. პროექტის საფუძველში დევს პრინციპი, რომ ამ ადგილის განახლება მისი ისტორიისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენარჩუნებით უნდა მოხდეს.
პროექტის მთავარი გადაწყვეტილებაა განაშენიანების მასშტაბის შემცირება. „სითიზენმა“ განაშენიანების კოეფიციენტი 4,6-დან 2,1-მდე შეამცირა. ახალი შენობები ტერიტორიის მხოლოდ 18%-ზე განთავსდება, უკვე ასფალტირებულ ნაწილში. ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს მწვანე სივრცეების, მოზაიკებისა და მონუმენტების, დეკორატიული აუზისა და რაც მთავარია, ისტორიული საგამოფენო პავილიონების შენარჩუნებას.
ექსპო ჯორჯიას ისტორია 1957 წელს იწყება, როცა წერეთლის გამზირზე გამოფენა გაიხსნა. 1960 წლიდან მას „საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა“ ეწოდა. 1960-1971 წლებში აქ ერთიანი მოდერნისტული ანსამბლი ჩამოყალიბდა: პავილიონები, ხეივნები, აუზები, ორანჟერეა და პარკი. ტერიტორიის საერთო გეგმარებასა და მთავარ შესასვლელზე ლეონიდ მამალაძემ იმუშავა, პავილიონები კი დ. პანინაშვილის, ლ. მამალაძის, ვ. ნასარიძისა და ვ. ფეიქრიშვილის გუნდმა დააპროექტა. 1961-1963 წლებში პავილიონებზე ხუთი მოზაიკა შეიქმნა, რომელთა ავტორები არიან ლეონარდო შენგელია, გურამ კალანდაძე, ალიკო გორგაძე, თეზო ასათიანი და კუკური წერეთელი.
1994 წელს შეიქმნა სს „ექსპო ჯორჯია“, 2005 წელს კი ის საგამოფენო ინდუსტრიის მსოფლიო ასოციაციის (UFI) სრული წევრი გახდა. 1958-2013 წლებში აქ დაახლოებით 500 გამოფენა, ბაზრობა, კონგრესი და ფესტივალი გაიმართა. დღეს ტერიტორია 139 244 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ისევ გამოფენებს მასპინძლობს.
„სითიზენ ექსპო“ 6 საცხოვრებელი ბლოკისგან, ერთი პრემიუმაპარტჰოტელისგან და City Mall Expo-სგან შედგება, რომელიც დიდუბეში ახალ სავაჭრო და კომერციულ ჰაბს შექმნის. პროექტში განთავსდება კაფეები და რესტორნები, ბანკი, აფთიაქი, გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, პარკი და საბავშვო მოედნები. კომპლექსი წერეთლისა და დიდუბის მეტროსადგურებს შორის მდებარეობს. ტერიტორიას სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებიდან დამატებითი მისასვლელები დაუკავშირდება.
გაყიდვები A ბლოკიდან იწყება. ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარდება და ერთსაძინებლიანი ბინები 53.8 მ²-დან იწყება. პრესეილის ფარგლებში 22 ოქტომბერს, მხოლოდ ერთი დღით, მოქმედებს სპეციალური საწყისი ტარიფი: 1 კვ.მ ერთიანი გადახდის შემთხვევაში 1 600 დოლარიდან.
პროექტის თაიმლაინი:
„ექსპო ჯორჯია თბილისის მეხსიერების ნაწილია, ამიტომ ჩვენი მთავარი გადაწყვეტილება იყო ნაკლები განაშენიანება და მეტი სივრცე ქალაქისთვის.
„სითიზენისთვის“ ამ ადგილის განვითარება მხოლოდ ახალი შენობების შექმნა არ ყოფილა. ჩვენი ხედვა იყო, ამ ისტორიული ადგილისთვის ახალი სიცოცხლე მიგვეცა – ისე, რომ მისი ხასიათი და მეხსიერება არ დაგვეკარგა. გვჯერა, რომ ეს პროექტი ახალ დადებით მუხტს მისცემს დიდუბის უბნის განვითარებას“, – გოგა მაჭავარიანი, სითიზენის გენერალური დირექტორი.
„სითიზენის“ შესახებ
„სითიზენი“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის, IG Development-ის ჯგუფის წევრია.
[R]
See more
შეიძლება დაგაინტერესოს
„კიდევ რა მივყიდოთ მომხმარებელს?” – რა უნდა გაითვალისწინოს ბრენდმა ახალი პროდუქტის გაშვებამდე
წარმატებულ ბრენდს ყურადღებას აქცევენ, მის გარშემო აუდიტორია იზრდება, მედიაც […] სრულად